23-27 ივლისის ჩათვლით, ადვოკატთა ასოციაციის კულტურულ და სპორტულ ღონისძიებათა კომიტეტის ორგანიზებით, კაბადოკიაში კორპორატიული ტური იგეგმება.
ტურის ღირებულება 320 ლარი.
ტურის ღირებულებაში შედის:
• მგზავრობა კომფორტული ავტობუსით
• დაბინავება 4 ვარსკვლავიან სასტუმროში(2ღამე ,3 დღე) Tourist Hotel & Resort Cappadocia
• გამყოლის და პროფესიონალი გიდის მომსახურება
• შიდა გადაადგილება და ექსკურსიები
• საუზმე 3 დღე
• ტურში არ შედის: დანარჩენი კვება, მუზეუმების მოსაკრებელი. ჯამში 75 თურქული ლირა.
ტურის ფარგლებში მოინახულებთ:
- მცირე აია-სოფიას
- სიყვარულის ველს - პანორამული ხედებით
- გორემეს ღიაცისქვეშა მუზეუმს (გამორჩეული ძეგლები: ბნელი ეკლესია, ვაშლების ეკლესია, ბასილის ეკლესია, წითელი ეკლესია, წმ.ბარბარეს სახელობის ეკლესია და სხვა მრავალი)იოანე ნათლისმცემლის სახელობის V საუკუნის ტაძარს
- დერენქუიუს მიწისქვეშა ქალაქს
- მტრედების ველს და სიყვარულის ხეს
- ძვირფასეულობის გალერეას
- მიწისქვეშა ქალაქს ნიგდეს პროვინციაში - ერთერთი უძველესი ხეთური ცივილიზაციის კვალს კაბადოკიაში
- ზელვეს ღია ცისქვეშა მუზეუმი (სადაც ბიზანტიური პერიოდის ტაძრის ნაშთებია წარმოდგენილი)
- წმინდა ნინოს სახლს.(სადაც დაიბადა)
- უჩისარის ციხესიმაგრე
- ურგუპი-ნევშეჰირის პროვინციის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული და მდიდარ ქალაქს ცნობილი კლდეში ნაკვეთი მთით, Wish Hillს იგივე სურვილების მთას
- ფაშაბაღს ანუ ბერების ხეობას
- გზად საქართველოსკენ - უზუნგულის ტბას (ამინდიდან გამომდინარე)
განაცხადი მიიღება 12 ივლისის ჩათვლით.
ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ ასოციაციის კულტურულ და სპორტულ ღონისძიებათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ქალბატონ ანა ჯალაღონიას, ტელ: 599437848